понедельник, 30 июня 2014 г.

I დღე .დავიწყეთ ინტელის კურსის შესწავლა, რომელიც ითვალისწინებს პროექტებით სწავლებას.პირველ მოდულში შევისწავლეთ საწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა. გავეცანით ინტელის კურსის მიზნებსა და მოლოდინებს,პორტფოლიოში საქაღალდეების შექმნას.

 II დღეს გავაგრძელეთ მუშაობა პირველ მოდულზე . შევქმენით ბუკლეტები. ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონზე.  შევისწავლეთ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიურად გამდიდრებული სასწავლო პროექტები.

 III დღეს განვიხილეთ მოდული 3.შევადგინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.შევადგინეთ დროში გაწრილი შეფასების გეგმა.შევქმენით შეფასების რუბრიკები

 IV დღეს გავაგრძელეთ მუშაობა მესამე მოდულზე. ვიმუშავეთ ფაილების ინტეგრირებაზე და ბლოგის მომზადებაზე. გავეცანით ჰიპერბმულების შექმნა.

 V დღე.გავეცანით ვიკი საიტებს.ინტერაქტიულ ინტერნეტრესურსებს,სასარგებლო ვებ საიტების ეფექტურად მოძიებას, კოლაბორაციული მუშაობის პინციპებს,რესურსებს. გავეცანით ონლაინსაკომუნიკაციო კოლაბორაციულ ინსტრუმენტებს.

VI დღე. გავიარეთ მეოთხე მოდული. ჩვენი თავი წარმოვიდგინეთ მოსწავლიში როლში, შევეცადე მოსწავლის შესაძლებლობები გამეთვალისწინებია და შესაბამისად შემესრულებია სამუშაო, რა არის მოსწავლისათვის უფრო მისაღწევი, გავითვალისწინე მათი საჭიროებები.


VII დღეს გავიარეთ მეხუთე მოდული, შევქმენით შეფასების რუბრიკები, დავწერეთ კომენტარები, გავწერეთ პროექტის პროცედურები. ნამუშევრები განვათავსე შესაბამის პაპკებში.

VIII დღე. დღეს გავიარეთ მე-6და მე-7 მოდული. ვიმუშავეთ მასალების შექმნაზე, რომლებიც განკუთვნილი იყო, სპეციალური საჭიროების მქონე, არაქართულენოვანი და ნიჭიერი მოსწავლეებისათვის. გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს.

IX დღე. კიდევ ერთხელ გადავხედე ჩემი პროექტის გეგმას, შევიტანე შესწორებები. 

суббота, 15 марта 2014 г.

1. პროექტის სახელწოდება: ჰორმონები- ჩვენი სიცოცხლის სტაბილურობა 

2.
  პროექტის მთავარი იდეა 1-2 წინადადებით: მოვახდინოთ დაავადებათა პრევენცია ადრეული ასაკიდან.
3. პროექტის აქტუალობა:   პროექტის განხორციელების  შემთხვევაში მოსწავლეები გაეცნობიან ენდოკრინული სისტემის სხვადასხვა ორგანოს დარღვევით გამოწვეულ დაავადებებს, მის მიმდინარეობას, და გაატარებენ პრევენციულ ღონისძიებებს.

4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები მოიძევენ ინფორმაციას შინაგანი სეკრეციის  ჯირკვლების დარღვევებით გამოწვეულ დაავადებებზე, დაადგენენ დაავადებათა გავრცელების სტატისტიკას ქვეყნების , საქართველოს რეგიონების , სქესისა და ასაკის მიხედვით. შეეცდებიან განსაზღვრონ თუ რატომ არის საქართველოში ამ დაავადებათა გავრცელების სიხშირე მაღალი.
5.
 მონაწილეთა ასაკი: 13-14წელი.VIII კლასი

6.
 ვადები/ხანგრძლივობა: 1თვე

7.
 მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ბუკლეტები, კედლისა გაზეთიელექტრონული მასალები.    (პრეზენტაცია Microsoft Office PowerPoint Presentation

8.
 პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსი:  დამხმარე ლიტერატურა,  მარკერი,   ვატმანი. კომპიუტერი, პროექტორი, ფერადი ქაღალდები

9.
 პროექტის სვლელობა(ძირითადი აქტივობები):
Ø  პროექტის არსის გაცნობა კლასისათვის.
Ø  კლასის დაყოფა ჯგუფებად და დავალებების განაწილება.(I ჯგუფი ფარისებრი ჯირკვალი და მის დარღვევებთან დაკავშირებული დაავადებები.  II  ჯგუფი  კუჭქვეშა ჯირკვალი და შაქრიანი დიაბეტი,  III ჰიპოფიზი და მის დარღვევებთან დაკავშირებული პათპლოგიები. IV ჯგუფი  სასქესო ჯირკვლები და პათოლოგიები)
Ø  მასალათა მოძიება ინტერნეტის, სამედიცინო ლიტერატურის გამოყენებით და ექიმთან ვიზიტის გზით. მათი განხილვა.
Ø  ბუკლეტებისა , კედლის გაზეთების  Microsoft PowerPoint Presentation დამზადება
Ø  პრეზენტაცია
10.ბიოლ.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს ადამიანის ორგანიზმის მარეგული­
რებელი სისტემების მნიშვნელობა.

2• საკუთარ     თავზე აკვირდება      ორგანიზმში   განვითარებულ          პროცესებს (მაგ.,პულსის აჩქარება­შენელება, სუნთქვის სიხშირის შეცვლა, ოფლიანობა, წნევის მო­
მატება) გარემოს ცვლად პირობებში და მსჯელობს ნერვული და ენდოკრინული
სისტემის შეგუებითი მოქმედების შესახებ;
3• მსჯელობს  ორგანიზმისათვის    ნერვული       და      ჰუმორული   სისტემების    მაკოორდინირებელ მნიშვნელობაზე;

VIII.3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკა­
ციო საშუალების გამოყენებით.

•იყენებს საინფორმაციო­საკომუნიკაციო     ტექნოლოგიებს          თვისებრივი    და რაო–
დენობრივი მონაცემების წარმოსადგენად. 
კვლ.VIII.4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
• აანალიზებს  მონაცემებს    და       გამოიტანს      დასკვნებს;                                          ადარებს დასკვნებს            გამოთქმულ ვარაუდს;
ბიოლ.VIII.5. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ადამიანის ორგანიზმის ანატომი­
ური და ფიზიოლოგიური თავისებურებები.
3• აკავშირებს  ცალკეულ       ორგანოს         შესაბამის        ორგანოთა      სისტემასთან   და       ასახელებს მის ძირითად ფუნქციებს;



11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ნანა სანდუხაძე

12.
 ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ninatamar@gmail.com