понедельник, 30 июня 2014 г.

I დღე .დავიწყეთ ინტელის კურსის შესწავლა, რომელიც ითვალისწინებს პროექტებით სწავლებას.პირველ მოდულში შევისწავლეთ საწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა. გავეცანით ინტელის კურსის მიზნებსა და მოლოდინებს,პორტფოლიოში საქაღალდეების შექმნას.

 II დღეს გავაგრძელეთ მუშაობა პირველ მოდულზე . შევქმენით ბუკლეტები. ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონზე.  შევისწავლეთ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიურად გამდიდრებული სასწავლო პროექტები.

 III დღეს განვიხილეთ მოდული 3.შევადგინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.შევადგინეთ დროში გაწრილი შეფასების გეგმა.შევქმენით შეფასების რუბრიკები

 IV დღეს გავაგრძელეთ მუშაობა მესამე მოდულზე. ვიმუშავეთ ფაილების ინტეგრირებაზე და ბლოგის მომზადებაზე. გავეცანით ჰიპერბმულების შექმნა.

 V დღე.გავეცანით ვიკი საიტებს.ინტერაქტიულ ინტერნეტრესურსებს,სასარგებლო ვებ საიტების ეფექტურად მოძიებას, კოლაბორაციული მუშაობის პინციპებს,რესურსებს. გავეცანით ონლაინსაკომუნიკაციო კოლაბორაციულ ინსტრუმენტებს.

VI დღე. გავიარეთ მეოთხე მოდული. ჩვენი თავი წარმოვიდგინეთ მოსწავლიში როლში, შევეცადე მოსწავლის შესაძლებლობები გამეთვალისწინებია და შესაბამისად შემესრულებია სამუშაო, რა არის მოსწავლისათვის უფრო მისაღწევი, გავითვალისწინე მათი საჭიროებები.


VII დღეს გავიარეთ მეხუთე მოდული, შევქმენით შეფასების რუბრიკები, დავწერეთ კომენტარები, გავწერეთ პროექტის პროცედურები. ნამუშევრები განვათავსე შესაბამის პაპკებში.

VIII დღე. დღეს გავიარეთ მე-6და მე-7 მოდული. ვიმუშავეთ მასალების შექმნაზე, რომლებიც განკუთვნილი იყო, სპეციალური საჭიროების მქონე, არაქართულენოვანი და ნიჭიერი მოსწავლეებისათვის. გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს.

IX დღე. კიდევ ერთხელ გადავხედე ჩემი პროექტის გეგმას, შევიტანე შესწორებები.